ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი "დიალოგი" უკვე 4 წელზე მეტია რაც დაარსდა და ამ დროის განმავლობაში არაერთ მომხმარებელს მოემსახურა. ჩვენი გუნდის მრავალპროფილური გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კლიენტს შევთავაზოთ სხვა და სხვა სახის სერვისები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური სეანსების მიმართულებით.
ამ ეტაპისათვის "დიალოგი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქიატრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, მდგომარეობის შეფასება-დიაგნოსტირება;
** კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტისთვის მკურნალობის დანიშვნა და მკურნალობის პროცესის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 4 წლიანი სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, კეკელიძის ქ, 32ა
სამუშაო გრაფიკი: არასრული
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@dialogi.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ფსიქიატრი.