სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროექტების პრიორიტეტის განსაზღვრა და მათი შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
** მიღებული დავალების შესაბამისი ვიზუალური მასალის შექმნა: ილუსტრაციების, გარე სარეკლამო ბანერების, ბილბორდების და სხვა ვიზუალური მასალის მომზადება;
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისათვის საბეჭდი მასალების მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული არხებისთვის დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვასა და მის განვითარებაზე მუშაობა;
** სინიორ დიზაინერთან ერთად საბოლოო ნამუშევრის განხილვა და გაუმჯობესება;
** მარკეტინგული კამპანიების ჭრილში გუნდურად მუშაობა კონტენტის შემქმნელებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინის მოდიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop, Adobe Indesign, Adobe Illustrator და CorelDraw პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!