www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში."კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სალაროების გახსნისა და დახურვის ადმინისტრირება;
** სალარო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების მაღალი სტანდარტებით შესრულების კონტროლი;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მოლარეებისთვის სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; სამუშაო გრაფიკის დაცვის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლებისთვის სალარო ოპერაციების შესწავლის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** სალარო საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უფროს მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი მოლარე - ქუთაისი"

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |