საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, სათავო ოფისში.
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/ულიმიტო სასაუბრო დრო
საქმიანობის აღწერა:
** ინტელექსპრესის მარკეტინგის სამსახურის ფორმირება, პროცესების სინქრონიზაცია და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობა (დიჯიტალ მარკეტინგის სპეციალისტი, ანალიტიკოსი);
** მენეჯმენტთან ერთად, მარკეტინგული სტრატეგიების განსაზღვრა, short and long term მარკეტინგული გეგმები;
** ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე კომპანიის პოზიციონირება და კონკურენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
** სარეკლამო და PR პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** Digital & Social მარკეტინგის სტრატეგია და კონტროლი;
** კომპანიების ვებ-გვერდების გამართვაში აქტიური მონაწილეობა, შესაბამისი რეკომენდაციები;
** CRM-ის დანერგვა/გამართვა, გუნდთან ერთად;
** სააქციო ან კომპლექსური პროდუქტების, კამპანიების, აქციების, აქტივობების წარმოება, შესაბამისი ბიუჯეტების განსაზღვრა და კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის კვლევების წარმოება;
** პროდუქტების სტიმულირებისა და სარეალიზაციო არხების ძიების შესაბამისი საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან;
** Management-თან პერიოდული რეპორტინგი სხვადასხვა ასპექტების შესაბამისად;
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა;
** მარკეტინგული გუნდის KPI-ების განსაზღვრა მენეჯმენტთან ერთად;
** ბრენდისა და კონკრეტული პროდუქტების ცნობადობის ზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ, 3 წელი;
** უცხო ენებისა (ინგლისური, რუსული) და საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;
** სასურველია, ფინანსურ სფეროში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** მაღალი დონის ანალიტიკური უნარები;
** გამართული მათემატიკური აზროვნება;
** პროცესების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;
** ეფექტური საკომუნიკაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** შედეგსა და სამუშაოს ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ვადების კონტროლი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 14 აპრილამდე, სათაურით "მარკეტინგის მენეჯერი."
კომპანია "ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!