"სქროლისა" და "ქარის" გუნდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-კურიერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 6 თვიანი
** ბათუმის უბნებისა და ქუჩების ცოდნა
** დღისა და ღამის ცვლებში მუშაობის უნარი
** ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (Google Map, Apple Map)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ფურგონიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ელ.სკუტერებისა და მოპედების განთავსება ბათუმის ქუჩებში, აპლიკაციაში მითითებულ მისამართებზე;
** ელ.სკუტერებისა და მოპედების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** დამჯდარი მოპედებისთვის ელემენტების გამოცვლა;
** დამჯდარი ელ.სკუტერების შეკრება და საწყობში დაბრუნება;
** ელ. სკუტერებისა და მოპედების მომსახურე აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა
** ელ.სკუტერებისა და მოპედების ვიზუალური დათვალიერება ან მობილურ აპლიკაციაში შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაწერილი პროცედურების გატარება;
** ავტომობილის/ფურგონის გამართულად მართვა, მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება;
** გუნდის ხელმძღვანელის მითითების დროული შესრულება;
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი და მაქსიმალურად თანამშრომელზე მორგებული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: vacancy@scroll.eco.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლ-კურიერი - ბათუმი".
"სქროლისა" და "ქარის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!