www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგი
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი ფელიქსი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"საბავშვო ბაღი ფელიქსი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-პედაგოგის თანამდებობაზე.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად შერჩევის პროცესში
** ასევე უპირატესობად ჩაითვლება შემოქმედებითი უნარები_ მუსიკალური, ხატვის და სხვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შემოქმედებითი
** ორიენტირებული პროფესიული განვითარებაზე
** პუნქტუალური
** აქტიური და კომუნიკაბელური
** მრავალფეროვნების მიღების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

ფუნქციები და მოვალეობები:

** აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
** ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება.
** ბავშვის ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
** ბავშვების განვითარების შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით).
** თანამშრომლობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან და სამუშაო პროცესში მათი რეკომენდაციების გათვალისწინება;
** თანამშრომლობა მშობლებთან და მათი ჩართულობის გაზრდა საგანმანათლებლო პროცესში.
** მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღიური განრიგის, გრძელვადიანი სასწავლო გეგმის შემუშავება/განვითარება.
** სასწავლო წლის და სემესტრის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესში მონაწილეობა.
** განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა. ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვ.
** ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა;
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების ცოდნა.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო-სურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@felix.ge

რეზიუმეების (CV) მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |