www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ახლადგახსნილი სასტუმრო "Holiday Inn Express Tbilisi Avlabari" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს.

ფუნქციები და მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
** მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება

საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრენინგებს;
** გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |