www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები/რეცეფტიონისტი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მიმღების/რეცეფციონისტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 -18:30
ანაზღაურება: 1000 (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
** შეხვედრების ჩანიშვნა/ ოთახების დაჯავშნა;
** წერილების მიღება-ჩაბარება და ადრესატთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office-ის ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნულ პოზიციაზე იქნება შემდეგი შერჩევის ეტაპები:

** ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი
** რუსული ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ მიმღების/რეცეფციონისტის პოზიცია".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

შპს "სოკარ ენერჯი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |