www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფოსტალონი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ლოჯისტიკური კომპანია "ფოსტალონი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
გრაფიკი:

** სრული: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 ან 10:00-19:00
** თვეში ერთი შაბათი 10:00-14:00

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

პოზიციის აღწერა:

** სერვის ცენტრში მოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის სრული კონსულტაციის გაწევა მის პრობლემაზე თუ შეკითხვებზე;
** გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის მომხმარებლებთან მათი ინფორმირებისთვის.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად საუბარი;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@postalon.com და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |