www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: ლენდმარკ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

საერთაშორისო კომპანია "ლენდმარკ ჯორჯია" მოღვაწეობს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, პარფიუმერიასა და აქსესუარების საცალო ვაჭრობის სფეროში. "ლენდმარკ ჯორჯია" არის სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში, როგორიცაა: "Sacoor Brothers"-ი, "PIAZZA ITALIA" და ა.შ.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა;
** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** ბრენდის სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.

ზოგადი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (მცოცავი გრაფიკით), კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება (net) 700 ლარი + ბონუსები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მუდმივი ფასდაკლება კოლექციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი CV - hr@landmark-georgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ - "გაყიდვების ასისტენტი", დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |