ღვინის რესტორანი "რეზერვი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი საქმიანობები:
** კომპანიაში მიმდინარე ლოჯისტიკური პროცესების მართვა;
** შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
** კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება მომწოდებლებთან;
** ახალი პროდუქციის შესასყიდი და საცალო-სარეკომენდაციო ფასების კონტროლი პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე;
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივი ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა, მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება, ნაირსახეობის გაფართოება და მართვა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური შესყიდვების დაგეგმვა;
** საწყობში მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების პირობების, ვადების და მოცულობების შესრულების მონიტორინგი;
** არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივი კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** უცხო ენები (ინგლისური) აუცილებელი, დამატებით ენები ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის ქუჩა #3 (პარლამენტის შენობის უკან)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე Reservewine@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შესყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!