კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, კომპანია ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 13 ქსელურ აგრო მაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში. ვეძებთ ახალ თანამშრომელს მაღაზიათა ქსელის მენეჯერის პოზიციაზე ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება. აუცილებელია ფლობდეს მსუბუქი ავტომანქანის მართვის უფლებას და პირად მსუბუქ ავტო მანქანას.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე http://www.baraka.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, სავაჭრო ობიექტების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
** სავაჭრო ობიექტების მუშაობის ანალიზი და მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისათვის, კომერციული დირექტორისათვის;
** სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** საქართველოს მასშტაბით მუდმივი მივლინებები, სავაჭრო ობიექტების კონტროლის და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) მენეჯერის მუშაობის კონტროლი, მართვა და კოორდინირება;
** ყოველკვირეული შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისათვის - კომერციული დირექტორისათვის;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი;
** გაყიდვებში გამოცდილება აუცილებელია;
** სავაჭრო ობიექტების გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
** სავაჭრო ობიექტის პერსონალის გუნდის განვითარების სტრატეგიების ცოდნა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
** ბიუჯეტირების და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
** პროცესების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით
** საწვავის ლიმიტი, პირადი მანქანის ცვეთის ლიმიტი
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
მაღაზიათა ქსელის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 1500-დან 2000 ლარამდე (NET) ფიქსირებული და დამატებით მზარდი საბონუსე სისტემა.
მაღაზიათა ქსელის მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელია კომერციული დირექტორი და იგი ანგარიშვალდებულია კომერციულ დირექტორთან სავაჭრო ობიექტების ყოველთვიური გეგმის შესრულებაზე.
სამუშაო ადგილია: საქართველოს რეგიონები (80% სამუშაო დროის) და ქ.თბილისის სათაო ოფისი (20% სამუშაო დროის)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 6 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 18 საათამდე, შაბათი - მოკლე დღე 10-დან 14 საათამდე, კვირა დასვენების დღეა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიათა ქსელის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!