ღვინის კონცეპტუალური რესტორანი "რეზერვი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
"რეზერვი" ეს არის ახალი ხედვა ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება.
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
** სტუმრისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა.
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია, მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგებს, პროფესიული უნარების გასავითარებლად
** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
ანაზღაურება: 1 000 ლარიდან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (დღეში 8 საათი), 2 დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის #3
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Reservewine@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.