კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების მატერიალური ფასეულობების გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** იმპორტირებული და ადგილობრივად შეძენილი საქონლის დასაწყობების პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** მაღაზიათა ქსელში საქონლის განლაგების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი ნაშთების კონტროლის მიზნით;
** პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემების დამუშავება ხდება ექსელში)
** სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლილოს ტერიტორია
ანაზღაურება:
გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-1500 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1500 ლარი + პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2023 წლის 20 აპრილამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!