"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შრომითი სამართლისა და ფეიროლის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისა და კომპენსაციების სრული ციკლის მართვა;
** ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების დაანგარიშება;
** სამოტივაციო სისტემების მართვა; ბონუსებისა და დანამატების დაანგარიშება;
** კომპანიის საშტატო განრიგის კონტროლი და მასში ცვლილებების ასახვა;
** ERP პროგრამაში HR მოდულის ადმინისტრირება;
** სამსახურის სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ამოცანების გუნდის წევრებს შორის გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, დამტკიცება და დანერგვა (შიდა ნორმატიული დოკუმენტები, პროცედურები, პოლიტიკები და ა.შ.);
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება;
** ფეიროლისა და შრომითი სამართლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** შრომის ანაზღაურების ორგანიზების წესის, დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების წარმოების გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** სამოტივაციო და შეფასების სისტემის მართვის გამოცდილება;
** MS office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს ორგანიზებისა და დედლაინების მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2023 წლის 14 აპრილისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.