www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოს-ინკასატორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

კომპანია "ფეიბოქსი" მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.

თუ გსურს იყო მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე ჩვენს კომპანიაში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რეგიონში.

პოზიციის მიზანი: სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკური მომსახურება/ინკასაცია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკური გამართულობა.
** ვინდოუსის გადაწერა.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაინკასირება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ოპერატიულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

გრაფიკი: არასრული, გამოძახებით.
ანაზღაურება: დღეზე 30ლ + საწვავი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ქალაქი/ქალაქები, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |