www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიზინგის პროექტების მენეჯერის
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

"ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის მიმართულებით ლიზინგის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი - 1, 600-2, 000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიზინგის კლიენტების მოძიება, მოლაპარაკება და პროდუქტის გაყიდვა
** ლიზინგის პროექტის დამუშავება, კომიტეტზე გატანა
** ლიზინგის კლიენტების პორტფელის მართვა
** ლიზინგის კლიენტების გაცემის შემდეგ მომსახურება (სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობა)
** რეპორტინგი

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან სტუდენტები, მინ მესამე კურსი)
** ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

** SME დაკრედიტების სფეროში გამოცდილება
** ფინანსების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 21 მარტის ჩათვლით მისამართზე: career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით ვადით.

"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |