კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.
"ბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი:შედარების აქტების გაფორმება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება:
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი კადრებისთვის დავალებების გაცემა, კონტროლი, შემოწმება;
** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ORIS პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე .
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@begroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.