www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეკრუტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

** ტალანტების შერჩევისა და მოზიდვის სრული ციკლის მართვა;
** პოზიციის შესაბამისად დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** ვაკანსიის ტექსტის შედგენა/კორექტირება მიმდინარე პოზიციის შესაბამისად და მისი სხვადასხვა არხებით გავრცელების უზრუნველყოფა;
** მოძიების არხების განსაზღვრა და გაფართოება;
** შერჩევის ეტაპების (პირველადი გადარჩევა, გასაუბრება, ტესტირება) ორგანიზება და წარმართვა;
** დაქირავებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზება;
** კანდიდატებისათვის უკუკავშირის მიწოდება.
** რეპორტინგი;
** პოტენციური კანდიდატების ბაზების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** რეკრუტერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მასობრივი გასაუბრებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** Ms office, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს ორგანიზებისა და დედლაინების მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2023 წლის 14 აპრილისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |