www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 19 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ბათუმის სერვისცენტრში.

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კურიერი - ბათუმი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |