სს "ზაგო ტექნოლოჯის" ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურად გამოყენებისთვის გარდამტეხი უპირატესობის მქონე გამოგონებების დეველოპმენტს, ტესტირებას, დაპატენტებას და მათ ლიცენზირებას. http://zagotech.ge/ka/
კომპანია ასევე ახორციელებს თავისი კუთვნილი გამოგონებით დაცული ქარის დანადგარის საწარმოო პროცესს. აღნიშნული მიზნით, კომპანია ამზადებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტისთვის წარსადგენ განაცხადებს პროექტისთვის დაფინანსების მოპოვების მიზნით.
გუნდს ესაჭიროება კარიერულ ზრდაში დაინტერესებული, დირექტორის უმცროსი ასისტენტი/დამხმარე, რომელიც ბიზნესის მართვის კუთხით სტაჟირებას გაივლის კომპანიაში. კომპანიას დაეხმარება სხვა და სხვა საგრანტო-საფინანსო პროექტების მოძიებაში, ტექნიკოსებთან და სხვადასხვა კონსულტანტებთან კომუნიკაციაში, ფორმალური კორესპონდენციის წარმოებაში და ამასთანავე ჩვენი პროექტის ფარგლებში მიიღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ენერგეტიკის სფეროში საგრანტო და საფინანსო პროგრამების მოძიება და შესაბამის ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** განაცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შედგენაში ჩართულობა;
** კომპანიის სხვადასხვა კონსულტანტებთან კომუნიკაცია და სამუშაოს შესრულებაზე რეპორტინგი;
** პრეზენტაციების მომზადებაში ჩართულობა;
** ობიექტზე სამუშაო ჯგუფის ტრანსპორტირების დაგეგმვა-ორგანიზება;
** კომპანიის პერსონალთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა კონფერენციებზე ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, დასწრება;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნესის ადმინისტრირების მე-3 კურსი
** კომუნიკაბელურობა და ფორმალური მიმოწერის წარმოება;
** მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა და ენერგიულობა;
** ახალი ინიციატივის გამჟღავნების გაბედულობა და საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება, ინტერესი და მოტივაციის ქონა;
** ინტერნეტში ძიების და საძიებო სისტემების ეფექტური გამოყენების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** MS პროგრამების (excel/word/power point სავალდებულო) ცოდნა, autocad ის საბაზისო ცოდნა სასურველია;
** ავტომობილის მართვის უფლება (სასურველია);
სამუშაო პირობები:
** თავისუფალი სამუშაო გრაფიკი - კვირაში საშუალოდ 20 საათი, მაგრამ არაუმეტეს 40 საათისა გამონაკლის შემთხვევებში;
** სამუშაო ადგილი - თბილისი
** 6 თვე გამოსაცდელი ვადა;
** გამოსაცდელ პერიოდში საწყისი ანაზღაურება: 400-800 ლარი;
თუ მიგაჩნიათ, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაინტერესებთ კვალიფიკაციის ამაღლება და გაქვთ სურვილი და უნარი იმუშაოთ აღწერილ დავალებებზე, გთხოვთ თქვენი "CV" გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: office@zagotech.ge და ელ ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და კანდიდატის სახელი და გვარი.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "CV"-ის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ზაგოტექის" მიერ თქვენი მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი დასაქმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!