www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში ქ. ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საძიებო წყაროებიდან და შესაბამისი სამუშაო ბაზებიდან;
** უშუალო ხელმძღვანელის შეთანხმებით, შერჩევის ეტაპების დაგეგმვა, დაორგანიზება;
** კანდიდატებთან დაკავშირება, შეხვედრაზე მოწვევა და მათთვის როგორც მოწვევის, ასევე შემდგომი გადაწყვეტილების შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
** კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, ადმინისტრირება და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სხვადასხვა HR პროცესსა და აქტივობაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა აუცილებელია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - cv@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სტაჟიორი ქ. ბათუმში".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |