"იორკ ჰოლდინგ ჯგუფი" 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, ამ დრომდე კომპანია "იორკ თაუერსის" სახელით იყო ცნობილი. თავდაპირველად, საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო მცირე წარმომადგენლობით, ამ დრომდე აერთიანებს 7 ფილიალს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე და ყავს 700-მდე თანამშრომელი. ჰოლდინგი მოიცავს უძრავი ქონების მიმართულებას იორკ თაუერსის და სამშენებლო მიმართულებას ზაჰა ქონსთრაქშენის სახელით.
"იორკ ჰოლდინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე (შიდა აუდიტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დამტკიცებული წლიური გეგმის ფარგლებში, აუდიტის ჩატარება;
** გეგმური ან ad-hoc აუდიტის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება: scope, მეთოდოლოგია, შემოწმება, დასკვნის მომზადება;
** ბიზნეს-პროცესების აუდიტი, მათი შესაბამისობა არსებულ პროცედურებთან;
** სხვადასხვა ბიზნეს-ხაზებიდან მიღებული თვიური ანგარიშგებების აუდიტი;
** შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლი (follow-up).
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ საბაკალავრო დონის განათლება შემდეგი მიმართულებებით: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესი, ბუღალტერია ან მსგავსი;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტში (უპირატესობა ენიჭება საბანკო სექტორს);
** პროფესიული სერტიფიკაცია აუდიტის მიმართულებით სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის;
** MS Office პროგრამების პაკეტის საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა - აუცილებელი.
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
** წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა, მჭიდრო ვადებში და სტრესის პირობებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პრიორიტეტიზაცია;
** მაღალი მოტივაცია, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: vacancy@yorktowers.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!