www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/

"გრავიტას" გუნდში ხარჯთაღმრიცხველს ვეძებთ.

მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** Fit Pass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** სატენდერო დოკუმენტაციის განფასება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და მონაცემების აღრიცხვა;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** ფორმა 2-ის შედგენა;
** მიმდინარე თვის ფ-2 ის მიხედვით ჩამოწერის აქტების მომზადება;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა;
** მთავარი არქიტექტორის კოორდინაციის ქვეშ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის ცოდნა (Word, Excel);
** Autocad და Archicad-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@gravita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |