www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამანათების დახარისხების სპეციალისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე საბაჟო ტერმინალზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის ტერიტორია
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + დანამატი

საქმიანობის აღწერა:

** სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების მიღება, აღრიცხვა, დახარისხება;
** რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა ფოსტით გასაგზავნი ამანათების საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ამანათების გაგზავნა და კონტროლი;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 22 ივნისამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ".

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |