"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ გუნდის წევრს და ვაცნობიერებთ რომ ისინი არიან ჩვენი წარმატების გასაღები.
შემოუერთდი "დელივოს" გუნდს.
"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** სწრაფად და ხარისხიანად მოძებნა ყველა საჭირო საშუალებების;
** მოიძიოს და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმძღვანელს;
** ჩაატაროს ფასების კვლევა და შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი;
** შეძლოს დამოუკიდებლად ყველა საკითხის მართვა;
** აკონტროლოს ყველა დავალების ვადები;
** დახვდეს და გაუმასპინძლდეს სტუმრებს;
** უპასუხოს სატელეფონო ზარებს და გადაამისამართოს მიზნობრივად;
** მოაგვაროს ოფისის ადმინისტრაციული საკითხები;
** მართოს დოკუმენტაცია;
** აწარმოოს უცხოელებთან როგორც სატელეფონო ისე წერილობითი კომუნიკაცია;
** აკონტროლოს ხელმძღვანელის შეხვედრები.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@dflgroup.net და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია "ბიზნეს ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ახლა კი, თუ ყურადღებით წაიკითხეთ პოზიცია და თვლით რომ ეს თქვენთვის შესაფერისი ვაკანსიაა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმესთან ერთად პატარა სამოტივაციო წერილი, რომელსაც დაიწყებთ სიტყვებით "მე აუცილებლად მინდა ვიყო "დელივოს" გუნდის წევრი " და ორი წინადადებით დაწერეთ თუ რატომ უნდა დაგიქირაოთ თქვენ.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავების და გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!