www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/

"გრავიტას" გუნდში საწყობის სპეციალისტს ვეძებთ.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშო განაკვეთი: სრული

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მასალის და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება დასაწყობება და გაცემა დადგენილი წესების შესაბამისად;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** სამუშაოთა მწარმოებლისგან საჭირო მასალების რაოდენობის და სპეციფიკაციის მიღება;
** შესაბამისი შეკვეთის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტისთვის;
** შეკვეთილი მასალების მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტებზე;
** სამშენებლო ობიექტებზე გაშვებული მასალების აღრიცხვა და შესაბამისი აქტების (გასავლის ზედდებული) მომზადება;
** სამშენებლო ობიექტებიდან დაბრუნებული მასალების აღრიცხვა და შედარება სამუშაოთა მწარმოებლისგან მიღებულ ინფორმაციასთან (რაოდენობა და ხარისხი);
** სამშენებლო იარაღების გაცემა სამუშაოთა მწარმოებლებზე და შესაბამისი აქტების შედგენა;
** საწყობის მენეჯერთან ერთად დროული ინვენტარიზაცია და ბუღალტრულ ნაშთებთან სხვაობების დროული გამოვლენა;
** საწყობში მასალების შესაბამისი სქემის მიხედვით განთავსება;
** მასალების უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
** წუნდებული მასალების აღრიცხვა;
** მასალების განლაგების კონტროლი, საქონლის დაცულობა და შენახვის პირობების დაცვა;
** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@gravita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |