www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: pirveli.com
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

ახალი ციფრული სტარტაპი "pirveli.com" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო კვირა: ცვლიანობის განრიგი, კვირაში 40 საათი.

კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტს და საწვავს

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს დაგეგმილ ვადებში შეკვეთილი პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
** გაუფრთხილდეს კომპანიის საკუთრებაში მყოფ ტრანსპორტს და ტექნიკას.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა "A კატეგორია";
** მოპედის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კეთილსინდისიერება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელმისამართზე HR@pirveli.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |