"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 50-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 დღე, დღეში - 8 სთ).
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი რეცეპტების, სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით სხვადასხვა სახეობის ცომის, გულსართიანი პროდუქციის მომზადება, ცხობა და გაფორმება;
** ცხობის სრული პროცესის მართვა;
** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** საცხობი ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მცხობელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591504452 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.