www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნამუ
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

კომპანია "ნამუ ლაბი" ეძებს გაყიდვების მენეჯერს.

"ნამუს" შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: namu.ge.

პოზიციის მიზანია კომპანიის მიერ წარმოებული ჯანსაღი სასმელების და საკვები პროდუქტის გაყიდვების გაზრდა მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებში.

სამუშაო დღეები და გრაფიკი: სტანდარტული, კვირაში 40 საათი, საჭიროების მიხედვით.

მოვალეობები:

** პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა, პრეზენტაცია
** გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება
** პროდუქციის მაღაზია-რესტორნებისთვის გაცნობა, შეთავაზება
** დეგუსტაციების მოწყობა
** გაყიდვების წერტილებთან მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვის შემდეგ მომსახურების ჩამოყალიბება
** შეკვეთების მიღება, კონტროლი და დისტრიბუციისთვის გადაცემა
** დავალიანებების კონტროლი და კომუნიკაცია კლიენტებთან
** ანგარიშგების წარმოება
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოკლე რეზიუმე მეილზე: info@namu.ge. იჩქარეთ, გასაუბრებები ტარდება ყოველ კვირას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |