მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლების და/ან კოლეჯის კურსდამთავრებულები (მისაღებია ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** გამართული ვერბალური უნარები;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტების ეფექტური მომსახურება;
** ანალიზის პასუხის გაცემა ხელზე/ელექტრონულად;
** სატელეფონო ზარების პასუხი ანალიზებთან დაკავშირებით;
** პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათი საკონტაქტო პირების ინფორმირება;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 22.06.2023-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.