"პალიტრა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "პრინტარეა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
პრინტარეა 2010 წლიდან სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას უწევს მომხმარებლებს: ონლაინ, ციფრული და ფართო ფორმატიანი ბეჭდვა, პრომო მასალების ბრენდირება, გრავირება, ტექსტილზე ბეჭდვა, მყარ ზედაპირზე ბეჭდვა და კრეატიული დიზაინი. პრინტარეას წარმატებას სარეკლამო მომსახურების ბაზარზე განაპირობებს კვალიფიციური პერსონალი, მუდმივად განახლებადი ტექნიკა და უახლესი დანადგარები. ჩვენი ვბეჭდავთ უმაღლესი ხარისხით მასალაზე, რაც მთავარია, უმოკლეს ვადაში. საკუთარი დიზაინით ან ჩვენ მიერ შემოთავაზებული შაბლონების გამოყენებით შერჩეულ პროდუქტი წინასწარ მითითებულ ვადაში კურიერის საშუალებით მიეწოდება სასურველ მისამართზე. გარდა სტანდარტული სარეკლამო საშუალებებისა printarea.ge-ზე წარმოდგენილია ასევე არასტანდარტული საოფისე თუ სასაჩუქრე ნივთები: სურათები, საათები, კანვასები, წიგნის სანიშნეები, პოსტერები და სხვა.
ფუნქცია-მოვალეობები: ყოველდღიური შეკვეთების კურიერული უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** სასურველია მძღოლის პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმეზე ორიენტირებული.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00, შაბათი - 11:00-18:00;
** ადგილმდებარეობა: ი.ჭავჭავაძის გამზ.47.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595 99 29 27, ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 ივნისი.
გისურვებთ წარმატებას!