შპს "ნათს ინქორფორეითიდ" დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ ოპერაციების დირექტორს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზებისა და ზედამხედველობისთვის.
პოზიციის მიზანი:
ამ პოზიციის მიზანია დანერგოს, აკონტროლოს და მართოს ყველა აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და სერვისის წარმოებაში, გუნდის ლიდერების მენტორობისა და ზედამხედველობის მეშვეობით.
პოზიციის ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ/დასავლეთი საქართველო.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ბიზნესის ყოველდღიური მიმდინარეობის დაგეგმვა და მონიტორინგი შეუფერხებელი პროგრესის უზრუნველსაყოფად;
** პოლიტიკების/სამუშაოს მიმდინარეობების გადახედვა და/ან ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
** რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაქსიმალური ეფექტურობისთვის ბიზნეს ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა;
** უზრუნველყოფა, რომ ყოველდღიური აქტივობები შესრულდეს სათანადოდ, პროდუქტიულად და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვით;
** პროცესების გაუმჯობესება და ზედამხედველობა, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შერჩევა, დატრენინგება და მათი მუშაობის შეფასება, რომელი მოიცავს: სამუშაო დავალებების გადანაწილებას და დაგეგმვას ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად;
** ყველა შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და გამოვლენილი შეუსაბამობებისა და დარღვევების გამოვლენა-აღრიცხვა;
** შემდგომი გაუმჯობესებისთვის მიზნით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და გაზიარება სამუშაოს პროგრესისა და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ;
** ყველა ადგილობრივ დაინტერესებულ პირთან კომპანიის სახელით საუბარი და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიის სახელით, საჭიროებისამებრ;
** სერვისის სრულყოფის მიზნით თანამშრომელთა კონტროლი და მათთვის მიმართულების მიცემა, მენეჯმენტისთვის ნარატიული ანგარიშების წარდგენა;
** კომპანიის საკუთრების დაცვა და დაზიანების შემთხვევაში დეფექტის გამოსწორება;
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
** დადასტურებული გამოცდილება ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე ან ექვივალენტურ თანამდებობაზე;
** მსგავს სფეროში (აგრონომიის, აგრობიზნესის ან მონათესავე სფეროს მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი) გამოცდილება;
** მაგისტრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირების, აგრობიზნესის ან მონათესავე სფეროს მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საველე ოპერაციების მხარდაჭერის ან მომსახურებასთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლიდერობისა და კომუნიკაციის გამოხატული უნარები;
** პრობლემის აღმოჩენის, იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** რეპორტინგის ეფექტურად გაწერის უნარი;
** მომსახურების ოპერაციების სრული ციკლის მაღალ დონეზე ცოდნა
** მიზანზე ორიენტირებული მუშაობის სტილი, დაგეგმვის უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სასურველია დასაქმებული ფლობდეს ავტომანქანას.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: k.khardziani@nutsinc.ge 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ოპერაციული დირექტორი.