"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტი (უცხოელ სტუდენტთა მიმართულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო სფეროში უმაღლეს ან პროფესიულ დაწესებულებაში) მუშაობის გამოცდილების მქონე პირს;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესული გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:
** ცნობების მომზადება, გაცემა ყველა კატეგორიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
** ცნობების გაცემა უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
** სტუდენტთა განცხადებების მიღების და მათი სრული მოძრაობის კონტროლი;
** მომზადებულ ცნობებსა და შემოსულ განცხადებებზე ელექტრონული ბაზის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში (გამოცდების აღდგენები) მათი სიობრივი მონაცემების მომზადება საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მითითებით;
** საარქივო დოკუმენტების (საგამოცდო ნაშრომები, უწყისები, აღიარების დოკუმენტები და ა.შ) მოძიება, ჩვენება დაინტერესებულ პასუხისმგებელ პირებზე და საჭიროების შემთხვევაში - მათი ასლების გაცემა;
** სამსახურის უფროსისა და უფროსი სპეციალისტის დახმარება მათი ფუნქციების შესრულებაში.
** უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით ყველა პროცედურული საკითხის (აპლიკაციის შევსება, მოტანილი საბუთების გადამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში გადასაგზავნი მასალების შეკრება-მომზადება, დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონული ბაზა) ორგანიზება;
კონკურსის ეტაპები:
** საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი
საკონკურსო განაცხადები მიიღება 22.05.2023 - 22.06.2023
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.