www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნუვეა ფარმაცევტიკალსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

ფარმაცევტული კომპანია "ნუვეა ფარმაცევტიკალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა).

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-დან 18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სოციალური პაკეტი: (სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე, საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, კვარტალური პრემიული სისტემა გაყიდვების მიხედვით.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების, პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების დამუშავება, ორგანიზება, ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება აუცილებელია
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე; info@nuveapharm.com. Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |