www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ISET-ის ახალი ფინანსების სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა" (ISET) იწყებს ახალ სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში, რომელმაც 2022 წელს მიიღო ოფიციალური აკრედიტაცია. პროგრამა პროფესიონალ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამას შეესაბამება, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული.

პროგრამიდან მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობასა და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას. ისინი მზად იქნებიან მუდმივად ცვალებად საფინანსო სფეროში საქმიანობისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მომავლის ფორმირებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროგრამის შესახებ:

ISET გთავაზობთ საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში განათლებამიღებული უცხოელი და ქართველი ლექტორები ასწავლიან. პროგრამაზე ლექციები საღამოს საათებში ტარდება და მორგებულია საფინანსო სექტორში მომუშავე პროფესიონალებზე.

პროგრამაზე სწავლის საფასური არის 8, 800 ლარი ერთი აკადემიური წლისთვის (4, 000 აშშ დოლარი უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში).

რატომ უნდა ჩააბარო ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე?

** გახდი უმაღლესი დონის სკოლის წევრი, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე აკადემიური პროგრამები და მრავალკულტურული გარემო გამოარჩევს;
** მიიღე ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 100% დასაქმებულია საკუთარი პროფესიით, ანალიტიკურ პოზიციებზე. ISET-ის კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი ოთხჯერ აღემატება საქართველოს საშუალო ხელფასს;
** გახდი ISET-ის უმაღლესი დონის პროფესიონალთა ქსელის ნაწილი!

როგორ ჩააბარო?

პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია საქართველოს და უცხო ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც მოპოვებული აქვს ნებისმიერი მიმართულების ბაკალავრის/მასთან გათანაბრებული ხარისხი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

(1) წარადგინე განაცხადი ონლაინ, ვებ-გვერდზე: http://www.iset.ge/
(2) ჩააბარე ISET-ის მისაღები შიდა გამოცდა და გაიარე გასაუბრება.
*საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: admissionsFIN@iset.ge
ტელეფონი: +995 322 507 177 (შიდა: 117)
ვებ-გვერდი: http://www.iset.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |