www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Othniel Legal
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"Othniel"-ის დინამიკური და სწრაფად მზარდი გუნდი სამუშაოდ გიწვევთ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების 3
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურისთვის საჭირო სამეურნეო/საკანცელარიო ნივთების შესყიდვა და გადანაწილება წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და გადამისამართება;
** ოფისის ტელეფონზე განხორციელებული ზარების პასუხი;
** ტექნიკითა და საოფისე ნივთებით უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@othniel.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |