"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 18.00-02.00. თვეში 23-24 დღე.
ანაზღაურება: საათობრივი, 7 ლარი საათში + ბონუსური სისტემით. საშუალოდ 1200-1400 ლარი თვეში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ.58
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი
** სამუშაო დღის დაგეგმვა
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება
საჭირო უნარები:
** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 588 377 მარიამი და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.