"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW" ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW" ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** PR და მარკეტინგის ჯგუფთან ერთად ღონისძიებების დაგეგმვა ორგანიზება.
** რეპორტების მომზადება.
** მუსიკალურ ბენდებთან მოლაპარაკების წარმოება.
** ღონისძიებების ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება,
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, როგორიცაა offline და online ღონისძიებები,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი.
** გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კრეატიული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ივენთ მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!