ევროპული ფეხსაცმლის მაღაზია "მოკასინი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმში. "მოკასინი" სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნატურალური ტყავის, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელს იტალია, ესპანეთსა და პორტუგალიიდან.
იხილეთ მეტი ბმულზე: https://www.facebook.com/MoccasinGeorgia/
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
** თაროებზე პროდუქციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა
** მომხმარებლის პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და პროდუქციისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.
მოთხოვნები:
** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კოსმეტიკის ან აქსესუარების სფერო)
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
უნარ-ჩვევები:
** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალობა
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა
** ხარისხიან მომსახურებაზე და გაყიდვებზე ფოკუსირება
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: თვიური ხელფასი + % რეალიზაციიდან.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: mymoccasin@gmail.com