www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

"Hotels & Preference Hualing Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ზოგადი მიმოხილვა: სასტუმროს სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოების და ტერიტორიის დაცვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასტუმროს თანამშრომლების, სტუმრების და სასტუმროს საკუთრების დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
** სასტუმროს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული პატრულირება;
** სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კონტროლი;
** არასტანდარტული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების, შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |