"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი", თბილისის ზღვასთან მდებარე ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს საკონდიტრო ნაწარმის სწორი რეცეპტითა და რაოდენობით მომზადება;
** უზრუნველყოს, ყოველი დესერტი იყოს მაღალი ხარისხით მომზადებული, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები მზადებისას;
** გაზომოს და მოიმარაგოს საკონდიტრო ინგრედიენტები;
** მოამზადოს ძირითადი დესერტები,
** თვალყური ადევნოს მარაგებს;
** უზრუნველყოს საკვები პროდუქტების სათანადოდ შენახვა მაცივრებსა თუ საყინულეებში;
** სათანადო ჰიგიენის სტანდარტის დაცვა და სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება;
** სხვადასხვა დესერტის სერვირება;
** პროდუქტების მიღება და მათი მარაგის აღრიცხვა;
** გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტის გადაყრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება კონდიტერის ან მსგავს პოზიციაზე;
** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** კარგი დროის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოსმენის უნარი;
** შეეძლოს პრიორიტეტებად დაყოს შესასრულებელი სამუშაო და სხვადასხვა საქმეზე ერთობლივად მუშაობა;
** შაბათ კვირასა და დამატებით საათებში მუშაობის შესაძლებლობა;
** გუნდურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა ;
** შეეძლოს სტუმარს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!