სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კვლევის ოპერატორის (დეკრეტული შვებულების შემცვლელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
"კრედო ბანკი" 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 85 ფილიალით არის წარმოდგენილი.
"კრედო ბანკის" მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონემენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
თანამდებობის მიზანი:
კვლევის ფარგლებში შერჩეულ რესპონდენტებთან ზარის განხორციელება, კვლევის რესპონდენტების ინტერვიუირება კითხვარის შესაბამისად და შედეგების ასახვა ბაზაში; საჭიროების შემთხვევაში საპილოტე ინტერვიუების ჩატარება
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
** კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
** ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.
სპეციფიკური:
** მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება და სატელეფონო ინტერვიუების ჩატარება სხვადასხვა კვლევის ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადებში
** საპილოტე სატელეფონო ინტერვიუების განხორციელება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კითხვართან მიმართებაში
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა შესაბამის ბაზაში
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული ტექსტუალური ინფორმაციის პირველადი დამუშავება, კოდირება და გადატანა ბაზაში
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა ზარების/განაცხადების/ონლაინ ჩატის და სოციალური ქსელით მიღება/დამუშავება. მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.)
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** რუსული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე) - აუცილებელია
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიზის უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 5 ივნისი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი