www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ევროპაბეთი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ევროპაბეთი 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეთსონ ჯგუფი 57 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

ევროპაბეთი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების კონტროლი და დაცვა;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 13 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დიასახლისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |