www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Scrum მასტერი
მომწოდებელი: Asterbit
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"Asterbit" სს "ოპპა"- ს შვილობილი ახალი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის პროგრამულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. Asterbit მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბაზრისთვის. სს "ოპპა" ასევე ფლობს სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდს - PayBox (ფეიბოქსი), რომელიც 2007 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვანი გადახდის სერვისებს.

"Asterbit" ეძებს გუნდის წევრს scrum მასტერის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

პოზიციის მიზანია, ეჯაილისა და სქრამის ღირებულებების და მიდგომების სწორ იმპლემენტაციაზე მუშაობა Paybox-ის განვითარების გუნდში.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** Scrum გუნდის მიერ agile-ის პრინციპების, სქრამის ცერემონიების სწორი მიდგომებით განხორციელების უზრუნველყოფა;
** ინდივიდუალურად მუშაობა პროდუქტის მფლობელთან და დეველოპერებთან, მათი თვითორგანიზებულობის ხელის შეწყობა;
** Scrum გუნდსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დროული კომუნიკაციის ორგანიზება;
** გუნდის წინაშე წამოჭრილ პრობლემებზე რეაგირება და მათთან ერთად გადაჭრის გზების ძიება;
** Scrum გუნდის წარმადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა გუნდის წევრებთან ერთად;
** Agile პროცესების ფასილიტაცია;

მნიშვნელოვანია გქონდეს:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისხარტე;
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;
** თანამშრომელზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;
** განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას Asterbit-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |