"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჰოსპიტლის შიდა, ასევე საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის შესწავლა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მათი რელევანტურობის უზრუნველყოფა
** დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფა და ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე გაგზავნა
** პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი გადაცდომების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა
** კლინიკურ ხარისხთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** დამოუკიდებელი საექიმო პრაქტიკა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსპიტალურ სექტორში
** სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება
** ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის გამოცდილება
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.