www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - სარეზერვო თანამშრომელი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"TNET" წარმოადგენს "თიბისი ჯგუფში" შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge, super app) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ დროებით/ სარეზერვო თანამშრომლებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით!

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე)
დღიური ანაზღაურება სრულ განაკვეთზე (8 საათი) - 40 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა

სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება:

** სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;
** ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
** დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** ელ-ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** საიტზე განთავსებული კონტენტის გადამოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |