შპს "ლაქტალის ჯორჯია" (LACTALIS ჯგუფის წევრი - https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: "SANTE" "President", "Galbani", "Parmalat". აცხადებს ვაკანსიას შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"-ს კომპანიაში მექანიკოსის თანამდებობაზე:
კომპანია შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** გადამამუშავებელი და დამფასოებელი დანადგარების ტექნიკური გამართულობის და ჰიგიენური პირობების ყოველდღიური შემოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სანიტარული დღის დროს მანქანა-დანადგარების დაშლა-აწყობა;
** მანქანა-დანადგარების მუშა მდგომარეობის შეფასება, დროული რეაგირება ავარიულ გაჩერებამდე;
** მანქანა-დანადგარების მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი საჭირო სათადარიგო ნაწილების სიის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ტექნიკური გაუმართაობის დროული და ეფექტური გამოსწორება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** საწარმოო დანადგარების შეკეთების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსულის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** მექანიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: HR@ge.lactalis.com ან დარეკოთ ნომერზე: 591 12 83 61. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მექანიკოსი"
"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!