კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი
** კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, კონტროლი და დაარქივება
** პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალთან მუშაობა
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
** კომპანიის ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და ადმინისტრირება
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში სამუშაო გამოცდილებას)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამა "Superfin"-ს სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით. ისეთი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არ განიხილება. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.