www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

განაცხადის მიღების ვადა: 20 ივნისი

პოზიცია - საწყობის ოპერატორი
დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #12
უშუალო დაქვემდებარება - საწყობის მენეჯერი
გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - ხელზე ასაღები 900 ლარი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამშრომლის ტარიფი
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

** სასაწყობე ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების სისტემაში რეგისტრაცია და პროგრამული ოპერაციების მონიტორინგი;
** საწყობიდან საქონლის გადაადგილების რეგისტრაცია; სისტემაში და შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამისი ზედნადების ატვირთვა და პროცესის სრული ციკლის დასრულება;
** საწყობში დასაბრუნებელი პროდუქციის პროგრამული დამუშავება, შემდგომი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება სისტემაში - კომუნიკაცია შესაბამის თანამშრომლებთან;
** სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** დავალების შესაბამისად, სისტემაში სასაქონლო მარაგების ფოსტით გაგზავნის ფორმირება და ადრესატისთვის ჩაბარების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია დისტრიბუციის მიმართულებით.
** ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემით

უნარები/შესაძლებლობები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@skytel.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის ოპერატორი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |